„ისკარიოტის ეკლები“ – მაკა ჯოხაძის რომანის წარდგენა გაიმართება

 13 მაისს, 18:30 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“, მაკა ჯოხაძის ახალი წიგნის – „ისკარიოტის ეკლების“ – წარდგენა გაიმართება.
მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია.
„ვინ იყო იუდა? ვინ იყვნენ ავაზაკები? როგორი იყო მათი ბავშვობის, სიჭაბუკის წლები და გზები? დარჩათ თუ არა შთამომავლობა? სიკვდილის წინა წამებში როგორ მოახერხა ერთმა ავაზაკმა სასუფევლის მოპოვება, მეორემ კი ჯოჯოხეთის ბინადრად ქცევა?..
ისტორიულ პიროვნებებთან და ამბებთან ერთად, რომანის გამოგონილი პერსონაჟები და თავგადასავლები ერთმანეთს ბუნებრივად საოცარი მხატვრული დამაჯერებლობით ერწყმიან.
მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები“ იუდას მთელი ცხოვრების ღრმა და მდიდარი წარმოსახვით შექმნილი არაორდინალური მხატვრული ვერსიაა, ბავშვობის მეტაფორა, ერთი ვრცელი, სევდიანი მეტაფორა, ხშირად მთელს ჩვენს მომავალ ცხოვრებას რომ განსაზღვრავს.
შემეცნებით სიხარულთან ერთად, რომანის შინაგანი მუსიკითა და მხატვრული სიტყვის დღესასწაულით, მკითხველს წინ ნამდვილი ესთეტიკური სიამოვნება ელოდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები