„ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული გაიხსნება
14 მაისს, 20:00 საათზე, ფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტო“ კვირეულის გახსნის ცერემონია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დასახელდებიან 2024 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში:
დოკუმენტური სერია;
რეპორტაჟი;
კონცეპტუალური ფოტოპროექტი;
ერთი კადრი;
მობილური ერთი კადრი.
ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფოტოპროექტების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://kolga.ge/awards?locale=ka
ფესტივალის მუსიკალური მხარდამჭერია – Bloom Music.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის 10 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში გამოცხადდა მასშტაბური, საერთაშორისო და პრესტიჟული ფოტოკონკურსი „ქოლგა“. ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
მის: დოდო აბაშიძის 10, TEC (ყოფილი თბოსადგურის შენობა).