ჯონ კირბი: აშშ-ის იარაღი უკვე უკრქაინის ფრონტზეა
პენტაგონმა უკვე გადასცა შეიარაღების ნაწილი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს, რომ დანარჩენი იარაღი რაც შეიძლება მალე მოხვდეს ფრონტზე. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა.
„თავდაცვის ახალი პაკეტიდან გარკვეული შეიარაღება უკვე უკრაინელი სამხედროების ხელში. ეს მაშინვე მოხდა რაც პრეზიდენტმა საბუთს ხელი მოაწერა“, – აღნიშნა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
მან არ განმარტა კონკრეტულად რა შეიარაღება იქნა გაგზავნილი უკრაინაში, მაგრამ აღნიშნა, რომ სწრაფი მიწოდება განპირობებული იყო იმით, რომ შეიარაღების ნაწილი უკვე ევროპაში ჰქონდათ განთავსებული.
„აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ფაქტობრივად ცას და დედამიწას ატრიალებს იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოს“, – განაცხადა კირბიმ.