მომიტინგეები გერმანიაში Tesla-ს ქარხნაში შეჭრას ცდილობდნენ
800-ზე მეტი ეკოაქტივისტი გერმანიაში, ბერლინის მახლობლად მდებარე ქალაქ გრიუნჰაიდეში Tesla-ს ქარხანაში შეჭრას ცდილობდა, ისინი ქარხნის გაფართოებას აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას, CNN-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით ადამიანების დიდი ჯგუფი ქარხნის მიმართულებით დაიძრა, მათ ნაწილს სახეები ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. ისინი შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რის შედეგადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა.
გერმანული მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ეკოაქტივისტების განცხადებით, ილონ მასკი ევროპაში Tesla-ს ერთადერთი ქარხნის საწარმოო სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს, რაც გარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.