“გაანათე საქართველო” – დღეს საპროტესტო პერფორმანსი იგეგმება

დღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი საპროტესტო პერფორმანსი – “გაანათე საქართველო” დაანონსდა.

ამის შესახებ ინფორმაციას “თავისუფალი საზოგადოება” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“პარასკევს, 10 მაისს, 23:59 საათზე ყველამ ავანთოთ ფარნები და შევეგებოთ ევროპის დღეს ერთობით,
სადაც  უნდა იყო, აქციაზე, სახლში, მანქანაში, სამსახურში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში… კიდევ ერთხელ დავანახოთ ერთმანეთსა და მსოფლიოს, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია!
ერთობით ყველაფერს შევძლებთ!, წერს “თავისუფალი საზოგადოება” სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები