თურქეთში შესაძლოა, TikTok-ი აკრძალონ

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ციფრული მედიის კომისიის თავმჯდომარემ, ჰუსეინ იაიმანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შესაძლოა, სოციალური ქსელი “ტიკტოკი” აიკრძალოს.

ამის შესახებ Hürriyet-ი წერს.

“არსებობს ძალიან სერიოზული კრიტიკა, განსაკუთრებით ამ პლატფორმაზე კონტენტის გაზიარებასთან დაკავშირებით. TikTok-ი ამერიკაში აიკრძალა. აკრძალვების წინააღმდეგი ვართ, მაგრამ თურქეთში ეს აკრძალვებით დასრულდება იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, აქ ისეთი ურთიერთობებია, რომლებშიც ვერასოდეს მივაღწევთ წარმატებას ვერც სიტყვებით, ვერც რჩევით და ვერც თხოვნით“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, კომისია მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება ცენზურას, მაგრამ ასევე აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

იაიმანმა აღნიშნა ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვის აუცილებლობა, ისინი „უფრო ჯანსაღი ფსიქიკით უნდა გაიზარდონ“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 24 აპრილს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც აკრძალავს TikTok-ს, თუ პლატფორმის მფლობელი, ჩინური ტექნოლოგიური კომპანია ByteDance-ი ამერიკულ ბიზნესს არ გაყიდის მომდევნო 270 დღის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები