დიმიტრი სამხარაძეს შვილის ლიკვიდაციით ემუქრებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დიმიტრი სამხარაძეს შვილის ლიკვიდაციით ემუქრებიან.

ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა. სამხარაძემ მუქარის შემცველი შეტყობინებები გაასაჯაროვა და ოპოზიციონერ ლიდერებს მიმართა.

“20 საათი დაგრჩათ, ლომჯარიას, გიგაურს, 5ლე ჯაფარიძეს, გვარამიას და ყველა ჩირქიანს, რომლებიც სანაცეთში ყარხართ, მომითრიოთ ჩემი შვილის ლიკვიდაციის მუქარის მომწერი! 20 საათი, თუ არა და მე თვითონ ამოვარჩევ თქვენში დამკვეთს! ყველა ხართ ამაზე წამსვლელები, ამიტომ, დიდად არ შევცდები! თქვენ გგონიათ, ამით გამაჩერებთ? პირიქით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი მოთესლება ხელისუფლებაში არ შეიძლება და ნებისმიერი ფორმით და ხერხით უნდა აღვკვეთოთ თქვენი მცდელობები! აჯობებს, თქვენ არ იყოთ, ვიდრე საქართველო გაქრეს! გპირდებით გაგამწარებთ, არ გემუქრებით, გაფრთხილებთ”, – წერს სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები