ერევანში მიმდინარე აქციაზე პროტესტის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 20:00 საათამდე მისცა.

აღნიშნული მოთხოვნა ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაჟღერდა, რომელიც მოძრაობა „ტავუში სამშობლოს სახელით“ მიერ არის ორგანიზებული.

გალსტანიანი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ გამოდიან.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ბაგრატ გალასტიანმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობის დასატოვებლად ერთსაათიანი ვადა მისცა და განაცხადა, რომ მზადაა, მას შეხვდეს და მისი ხელისუფლებიდან წასვლის პირობები განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები