Reuters: რუსეთში ჩინეთის ექსპორტი კიდევ შემცირდა

შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთში ჩინეთის ექსპორტი კიდევ შემცირდა.

ჩინეთის საბაჟო სამსახურის ცნობით, 2024 წლის აპრილის პერიოდში ექსპორტი, წინა თვის პერიოდთან შედარებით, 10,8%-ით შემცირდა.

თავის მხრივ, მარტში ვარდნამ თებერვალთან შედარებით 13% შეადგინა.

იმავე დროს, აპრილში რუსეთიდან ჩინეთში იმპორტი პირიქით, 23%-ით გაიზარდა.

Reuters ადრე წერდა, რომ აშშ-ის სანქციების გამო ჩინეთის ბანკების უმეტესობა იმ ადგილობრივ კომპანიებთან ერიდებიან თანამშრომლობას, რომლებიც რუსეთში საქონლის ტვირთის ექსპორტით არიან დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები