9 მაისი მხატვარ გაიანე ხაჩატურიანის დაბადების დღეა

დღეს გაიანე ხაჩატურიანის დაბადების დღეა, მხატვარს 82 წელი შეუსრულდებოდა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, გაიანე ხაჩატურიანმა განსაკუთრებული მხატვრული სამყარო შექმნა – შუა საუკუნეების სომხური მინიატურებისა და ქართული ფრესკული მხატვრობის სინთეზით. ხელოვანი თავის ნამუშევრებს ხშირად ელენე ახვლედიანს აჩვენებდა შესაფასებლად. სწორედ ახვლედიანმა შეახვედრა პირველად მხატვარი სერგო ფარაჯანოვს, რომელმაც მხატვრის სახვითი ენის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
„ის ხშირად ძველ და ახალ მხატვრულ ტრადიციებს ერთმანეთთან აკავშირებდა, ქმნიდა თეატრალიზებულ, სიმბოლოებითა და მეტაფორებით სავსე ფერწერულ სამყაროს. მის ნამუშევრებში ხშირად შეხვდებით მისტიკურ-კარნავალურ განწყობას, წარმოსახვით და ილუზორულ ელემენტებს.
მხატვარს არაერთი სოლო გამოფენა ჰქონია სიცოცხლეში, გარდაცვალების შემდეგ კი მისი ნამუშევრები ვენეციის 53-ე საერთაშორისო ბიენალეზე წარადგინეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები