რატი იონათამიშვილი: საერთაშორისო აქტორები საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ამბობენ, რომ გამჭვირვალობა თანამედროვე დემოკრატის გამოწვევაა, მაგრამ რატომღაც საქართველოზე ამბობენ, რომ ის ჩვენს დემოკრატიას არ სჭირდება

საერთაშორისო აქტორები საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ამბობენ, რომ გამჭვირვალობა თანამედროვე დემოკრატის გამოწვევაა, მაგრამ რატომღაც საქართველოზე ამბობენ, რომ გამჭვირვალობა ჩვენ და ჩვენს დემოკრატიას არ სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, გამჭვირვალობა ნამდვილად წარმოადგენს გამოწვევას და ერთ-ერთი მექანიზმია იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული.

„რეალურად, გამჭვირვალობა ნამდვილად წარმოადგენს გამოწვევას თანამედროვე დემოკრატიებისთვის და ერთ-ერთი მექანიზმია იმისთვის, რომ ქვეყანა და სახელმწიფო იყოს დაცული. საზოგადოების ინფორმირებულობა არის ჩვენი მიზანი. ინფორმირებული მოქალაქის რატომ ეშინიათ, როგორც შიდა ასევე გარე აქტორებს, ამას ობიექტური პასუხი ჩვენმა მოქალაქეებმა გასცენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები