რატი იონათამიშვილი: მოღალატეებს თავისი სახელი უნდა დაერქვათ

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ვინ ღალატობს ჩვენს ქვეყანას. მოღალატეებს თავისი სახელი უნდა დაერქვათ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “ქრონიკასთან” განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე მიდის.

“მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ ის ადამიანები, ვინც უცხო ძალების წარმომადგენლები არიან და ამ ძალას იყენებენ იმისთვის, რომ აქ არეულობა უზრუნველყონ. არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერ მოდიან, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სწორედ ასეთი არეულობითა და ძალადობით იპოვონ შანსი. მაგრამ საბოლოო ჯამში, მხოლოდ ლუსტრაცია ხდება ამ ადამიანების და დარწმუნებული ვარ, ეს ლუსტრაცია 2024 წლის ოქტომბრისთვის კიდევ უფრო მტკივნეული იქნება მათთვის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები