ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიცია იქნება თუ სხვა სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანო, იმოქმედებენ კანონის ჩარჩოში
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან” დაკავშირებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პოლიცია იქნება თუ სხვა სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანო, კანონის ჩარჩოში იმოქმედებს.
“თუ მშვიდობიანი იქნება პროტესტი, ამის უფლება ყველას აქვს. ეს გარანტირებულია და პრობლემას არ წარმოადგენს. მმართველი გუნდი გეგმავს, რომ სამუშაო პარლამენტში, როგორც რეგლამენტი ითხოვს, იმ წესით გაგრძელდეს. დანარჩენი, პოლიცია იქნება თუ სხვა სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანო, იმოქმედებენ კანონის ჩარჩოში“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.