თენგიზ ნასარიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალნუაიმს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალნუაიმს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხს.
„პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. მივესალმებით სასურსათო უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის ინიციატივას. ვფიქრობ, პროცესი ურთიერთსასარგებლო იქნება“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
აჰმედ ალნუაიმის განცხადებით, საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროების მნიშვნელოვანი პარტნიორია, შესაბამისად, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინტერესის საგანს წარმოადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები