რუსთაველზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული სამართალდამცავების ჰოსპიტალიზაცია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გახდა საჭირო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 დაშავებულია, რომელთა ჰოსპიტალიზაციაც მოხდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები.

დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა.

ცნობისთვის, რუსთაველში გვიან ღამით განვითარებული მოვლენების დროს ათობით მოქალაქე დაშავდა, მათ შორის არიან სამართალდამცავებიც.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები