აქციის მონაწილეების ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

კანცელარიის შენობასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ამასთან, აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ხალხის მიერ უნდა ჩაიკეტოს პარლამენტის ყველა შესასვლელი, რათა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვება ვერ შეძლონ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები