პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

„არა რუსულ კანონს“ – საქართველოს პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან სტუდენტები, ოპოზიციური პარტიების წევრები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები.

მიმდინარე აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მარშით შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღეს, მეორე მოსმენით კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი 29 აპრილს დაუჭირა. აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები