2024 წელს ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა: ტექ ლიდერი, აღმოჩენა ახალ თაობაში, გამორჩეული მეცნიერი, ინოვაციური ტექ პროდუქტი, ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის.

 

ერთ- ერთი ახალი კატეგორია გამორჩეული მეცნიერიარომელიც ენიჭება ქალ მეცნიერს, რომელსაც შეაქვს დიდი წვლილი STEM მეცნიერების სფეროში (ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული პროექტის პარტნიორებისგან მიიღებს 10,000 ლარის ოდენობით მხარდაჭერას, რაც წინასწარი შეთანხმებით მოხმარდება: გამარჯვებულის განათლებას და განვითარებას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებას ან პროდუქტის განვითარებას.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე რეგისტრაცია 20 მაისამდეა შესაძლებელი, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და დაჯილდოებაში მონაწილეობის შესახებ წესებს გაეცანით ვებგვერდზე.  R