დავით მათიკაშვილი: არცერთი ღირებული არგუმენტი მეორე მოსმენის პირობებში ოპოზიციური ფლანგისგან, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, არ ყოფილა წარმოდგენილი

არცერთი ღირებული არგუმენტი მეორე მოსმენის პირობებში ოპოზიციური ფლანგისგან, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, არ ყოფილა წარმოდგენილი. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც რეალურად არგუმენტი გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მათიკაშვილმა კანონპროექტის მიზანზეც ისაუბრა.

„ამ კანონპროექტს აქვს ერთადერთი მიზანი – ეს არის არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, რომელიც ისეთივე გამჭვირვალე უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის მაგალითად ქვეყნის ბიუჯეტი, პარლამენტის წევრების შემოსავლები და ხარჯები. ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში არის გამჭვირვალობის ძალიან მაღალ ზღვარზე. ერთადერთი ბურუსით მოცული სექტორი არის „ენჯეო“ სექტორი და მათ აუცილებლად უნდა შეასრულონ ეს ვალდებულებები ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის„ შესახებ კანონპროექტს დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები