ცოტნე ივანიშვილი: ეს ქართული კანონია, რომელსაც მხარი უნდა დავუჭიროთ

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა.

“ეს ქართული კანონია, რომელსაც მხარი უნდა დავუჭიროთ. ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო, ეს არის ქართული კანონი, მე ქართველ ახალგაზრდებს მხარს ვუჭერ და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ”, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა მელიქიშვილის გამზირზე, სადაც სტუდენტები შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. ისინი მთავარ აქციას შეუერთდებიან, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.

შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილიც მიმართავს სიტყვით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები