სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცებისთვის დახმარების ფონდი შეიქმნება
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, დახმარების ფონდი შეიქმნება. ფონდის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მამაკაცებს ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება გაეწევათ და რჩევებს მისცემენ. ბრიტანული პოლიციის ინფორმაციით, ყოველწლიურად ინგლისსა და უელსში, 13 წლის ასაკიდან და ზევით, 72 ათასი მამაკაცი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ხოლო აქედან 12 პროცენტზე იგივე სქესის წარმომადგენლები ძალადობენ. მამაკაცებს რცხვენიათ, რომ ისინი თავად მამრობითი სქესის ძალადობის მსხვერპლნი არიან და ამის შესახებ არ საუბრობენ.