ნინო წილოსანი: მდინარაძემ ოპოზიციას ჰკითხა, თუ ტერმინი შეიცვალა და გახდა – უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, დაუჭერთ თუ არა მხარს გამჭვირვალობასო, რაზეც თანხმობა არ გამოუთქვამთ, ეს ლუსტრაციაა იმის, თუ რას აპროტესტებენ

ეს წუთია, მამუკა მდინარაძე კითხვას უსვამს ოპოზიციას და NGO სექტორის წარმომადგენელს: “თუ ტერმინი შეიცვალა და გახდა – უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული ან უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, დაუჭერთ თუ არა მხარს გამჭვირვალობას?, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ არც ერთ ოპოზიციონერს და არც ერთ არასამთავრობოს წარმომადგენელს თანხმობა არ გამოუთქვამს.

„ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა იმის, თუ რას აპროტესტებენ ეს ადამიანები და რა არის მათი რეალური პრობლემა“, – წერს ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები