“არ გრცხვენია, კაცო? კითხვა დამასმევინე” – ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან თამარ კორძაიაც გააძევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაიაც გააძევა.

მანამდე, ანრი ოხანაშვილმა კორძაიას კითხვის დასმის დროს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ სიტყვა ჩამორთმეულია.

აღნიშნულმა კორძაიას გაღიზიანება გამოიწვია.

„არ გრცხვენია მართლა? არ გრცხვენია, კაცო? კითხვა დამასმევინე”, – მიმართა კორძაიამ ოხანაშვილს.

ამ მიმართვის შემდეგ, ოხანაშვილმა კორძაია დარბაზიდან გააძევა.

„დატოვეთ დარბაზი, ქალბატონო თამარ!“, – მიმართა ოხანაშვილმა კორძაიას.

მანამდე, ოხანაშვილმა დარბაზიდან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი გააძევა.

შეგახსენებთ, კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები