ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, აჭარაში სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავება დასკვნით ეტაპზეა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ. 2024 წელს პროგრამის ფარგლებში სულ 2170 ჰ. ფართობი დამუშავდება. დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 1650 ჰ. მიწის ფართობი.
ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე გაეცნო.
,,ჩართულია ტექნიკა რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ სწორედ განსაზღვრული აგრო ვადების შესაბამისად იქნას დახნული და დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისინი შეძლებენ დროულად თესვის სამუშაოების განხორციელებას და ამით უფრო მეტი მოსავალი შეიქმნება აჭარის სოფლის მეურნეობაში ჩართული თითოეული ფერმერისთვის”- განაცხადა მინისტრმა.
ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებს, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხოლოს მუნიციპალიტეტის და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები