იოსებ ბაღათურია ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღის ასპარეზობებს დაესწრო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ვიცე-ჩემპიონები ზედიზედ მეორედ ილია სულამანიძე (-100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გახდნენ. ლაშა ბექაურმა კი კონტინენტის პირველობაზე კარიერაში პირველი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ.
“აღსანიშნავია, რომ იოსებ ბაღათურიამ -100 კგ წონით კატეგორიის პრიზიორების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული შვიდი მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. კონტინენტის პირველობა 28 აპრილს გუნდური ტურნირით დასრულდება.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს მონპელიეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები