“ის მხოლოდ იმიტომ ყოფილა მიუღებელი, რომ დასავლეთის ფონდებიდან მიღებული დაფინანსების და გაწეული ხარჯების მეტ გამჭვირვალობას ითხოვს” – ცუცქირიძე გამჭვირვალობის კანონზე

ახლა ეს კანონი მიღებული იქნება თუ არ,  ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ 6 გვერდიანი კანონის განხილვის მაგივრად, თუ რა ჩანაწერია მიუღებელი, არც კი დაელოდენ ვენეციის კომისიის დასკვნას, რაც შეიძლება ყოფილიყო სამართლებრივი ფილტრი მისი დემოკრატიულობის შესაფასებლად და ისე შერაცხეს “რუსულად”, ანუ ის მხოლოდ იმიტომ ყოფილა მიუღებელი, რომ დასავლეთის ფონდებიდან მიღებული დაფინანსების და გაწეული ხარჯების მეტ გამჭვირვალობას ითხოვს და ვერც ვერავინ ამბობს წესიერად, თუ რა არის ამ წარსადგენ დეკლარაციაში ასეთი დისკრიმინაციული და არადემოკრატიული!, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სიმართლე გითხრათ არც ერთი წონადი არგუმენტი არ მოგვისმენია, გარდა, იმის მტკიცებისა, რომ ამ კანონს მოჰყვება სხვა კანონქვემდებარე აქტები, რაც საბოლოოდ შეზღუდავს კრიტიკულად განწყობილი მედიის და არასამთავრობო სექტორის ფუნქციონირებას, რის მაგალითად რუსეთი მოჰყავთ, ფონდების ნაწილი კი საერთოდ გავა საქართვერლოდან როგორც ეს სოროშის ფონდმა გააკეთა ყირგიზეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ.

მართალია, შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ უფლებას ვიტოვებ ეგ პროგნოზები არ მივიღოთ ხალხისაგან აქაც და დასავლეთშიც, რომლებიც სრული სერიოზულობით ამტკიცებდენ გამსახურდიას ხელისუფლება , რომელსაც 9 თვეც კი არ აცალეს, რომ დარჩენილიყო ქვეყანაში დიქტატურა და “პროვინციული ფაშიზმი” გამეფდებოდაო!არა თუ ბოდიში არ მოუხდიათ, სინანულიც არ გამოუთქვამთ დღემდე ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის და იმ სისხლიანი კალოსთვის, რაც სამხედრო გადატრიალებას მოყვა!

ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანისათვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი უნდა იყოს, ის ტონი რომლითაც “სტრატეგიული პარტნიორების” მაღალი თუ დაბალი რანგის მოხელეები საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოხატავენ!

ამ პროცესების კულმინაცია კი ოქტომბერში გათამაშდება, თუმცა მანამდე ჩვენი უახლესი ისტორიის მწარე გაკვეთილებიდან მთავარი აქცენტები ოცნების შიგნით შტრეიხბეკერებზე გაკეთდება და ამ სერიალსაც ვნახავთ!

იმედია უახლოესი მწარე ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე, მოსახლეობის უმრავლესობაც არ აჰყვება ქვეყნის ახალ რევოლუციურ შტორმში გადაჩეხვას!”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები