ირაკლი ქადაგიშვილი 29 აპრილის შეკრებაზე: ძირითადი გზავნილები იქნება ის, რომ საქართველო ეს არის მარადიული მოცემულობა, რომ საქართველო არის მართლაც მამული, ენა სარწმუნოება

ძირითადი გზავნილები იქნება ის, რომ საქართველო ეს არის მარადიული მოცემულობა, რომ საქართველო არის მართლაც მამული, ენა სარწმუნოება – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან 29 აპრილის შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძირითადი გზავნილები იქნება ის, რომ საქართველო ეს არის მარადიული მოცემულობა, რომ საქართველო არის მართლაც მამული, ენა სარწმუნოება. ამ მარადიული ფასეულობებით გვინდა, რომ ცივილიზებულ სამყაროსთან, ევროპასთან ვიყოთ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობაში და გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები