ფრიდონ ინჯია: დარწმუნებული ვარ, ერთი ადამიანი ვერ მოიძებნება სვანეთში, ვისთვისაც მიუღებელი არ იქნება ის უზნეობა, რისი თავს მოხვევის მცდელობაცაა დღეს მსოფლიოში

„სვანებმა ბევრი რამ გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველო თავისი ტრადიციებით ასეთი მრავალფეროვანი იყოს. მათ თავის დროზე ერთობლიობით  მედგრად დაიცვეს საკუთარი სიწმინდეები”, –  განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ მესტიაში, სადაც  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციურ კანონპროექტებში ცვლილებებთან დაკავშირებით,
საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

მისი თქმით, მთის ხალხი განსაკუთრებით იცავს ოჯახურ სიწმინდეს.

„მთაში ყველა ოჯახს თავისი კანონ-წესი აქვს – პატარა კონსტიტუცია და იტყვიან, ჩემს ოჯახში ასეა მიღებულიო. მაგრამასეთი უზნეობა, რისი მცდელობაცაა დღეს მსოფლიოში, მიუღებელია ნებისმიერი ოჯახისთვის.

დარწმუნებული ვარ, ერთი ადამიანი   ვერ მოიძებნება სვანეთში, ვისთვისაც მიუღებელი არ იქნება ის უზნეობა, რისი თავს მოხვევის მცდელობაცაა დღეს მსოფლიოში”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები