შალვა პაპუაშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე: სხვანაირად ვერც იქნებოდა, ქართული ეკლესია ყოველთვის დგას ქართველ ხალხთან, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან და სტაბილურ განვითარებასთან

სხვანაირად ვერც იქნებოდა: ქართული ეკლესია ყოველთვის დგას ქართველ ხალხთან, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან და სტაბილურ განვითარებასთან. ეს არის ყოველთვის ის სიმბიოზი ერისა და ბერისა, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის წინსვლას. ამ განცხადების ფონზე ჩვენ ვნახეთ ოპოზიციაში და NGO-სექტორში ნიღბის სრული ჩამოხსნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სასარგებლო პროცესია, იმიტომ რომ არის აბსოლუტური ლუსტრაცია იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე ოპოზიციის და ზოგიერთი NGO-ს შემთხვევაში – ეს არის ქართველი ხალხის და ქართული ეკლესიის მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც ზუსტად ახლა ლუსტრაციის პროცესი გაიარეს, ჩამოიხსნეს ნიღაბი მტრული რიტორიკით იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც არის ქართული იდენტობის ნაწილი.

„ამიტომაც უნდათ, რომ შეცვალონ ამ ტრიადაში სარწმუნოება და ჩაანაცვლონ ფასეულობები. სინამდვილეში, ეს არის ფასეულობების არმქონე ოპოზიცია და ზოგიერთი NGO, რომლებიც ცდილობენ ნამდვილი ქართული ღირებულებების ჩანაცვლებას გამოგონილი ფიქტიური ღირებულებებით. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ 29-ში ყველამ დაინახოს, სად დგას ერი და ბერი, რა არის საქართველო, რა არის ჩვენი რწმენა ენისა, მამულისა და სარწმუნოებისა. ეს იქნება დღე, როდესაც გამოჩნდება, სად არის ქართველი ხალხი და სად ოპოზიცია და NGO-ების ერთი ჯგუფი, რომლებიც ემსახურებიან არა ქართველ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საპატრიარქოს განცხადებით, უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები