როგორი იქნება მსოფლიოს მოსახლეობა 2100 წელს
გაეროს სპეციალისტების გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პლანეტის მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებული ორი წლის წინანდელი გამოთვლები სწორი არ იყო. ახალი გამოკვლევებით, 2100 წლის ბოლოსთვის მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 11 მილიარდს მიაღწევს, რაც 2 მილიარდით მეტია წინა გამოკვლევასთან შედარებით. მსოფლიო სოციუმის სტატისტიკურ პროექტს ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები ჩაუდგნენ სათავეში. ამერიკელი მეცნიერების გამოთვლებით, ბოლო 80 წლის მანძილზე მსოფლიოს მოსახლეობა 7.2 მილიარდით გაიზრდება და სავარაუდოდ, 12.3 მილიარდს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ აფრიკის კონტინენტზე მოსახლეობა ოთხჯერ მოიმატებს, მიუხედავად უამრავი ინფექციური დაავადებისა და სასმელი წყლის პრობლემისა, ,,შავი კონტინენტის“ მოსახლეობა დემოგრაფიულად მაინც წინ წაიწევს.