შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან თიბისი კონცეპტში

თიბისის კონცეპტი,, ქეთი კაპანაძის გამოფენის „საწამლავი წყვილისთვის“ ფარგლებში, 27 აპრილს, 15:00 საათზე ხელოვან ქეთი კაპანაძის და კურატორ ირინა პოპიაშვილის შეხვედრას მასპინძლობს.

ხელოვანი და კურატორი ისაუბრებენ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენის შესახებ, რომელსაც თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცე მასპინძლობს. შეხვედრაზე განიხილავენ ხელოვანის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს – მათი შექმნის ისტორიას, კონტექსტსა და მნიშვნელობას.

თიბისი კონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც ქეთი კაპანაძემ, თითქმის 40 წლიანი შემოქმედების განმავლობაში, შექმნა.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.  R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები