Massive Attack-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

Massive Attack-ის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena ავრცელებს.

„ბილეთების გაყიდვა 25 აპრილს, 16:30 საათზე TKT.ge-ზე დაიწყება, თუმცა, Starring Card-ის მფლობელები მის შეძენას 14:00 საათიდან შეძლებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Starring Georia-ს, თიბისის და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში მყიდველები სხვადასხვა ფასდაკლებებსაც მიიღებენ:

-30% Star Ring კატეგორიის ბილეთებზე Starring Card-ით გადახდისას;
-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი Visa სადებეტო ბარათით გადახდისას;
-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისი მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით გადახდისას;
-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და WM-ის Visa ბარათებით გადახდისას;
-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი განაწილებით გადახდისას.

ინფორმაციისთვის, Starring Georgia-ს ორგანიზებით, Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები გაიმართება, რომელიც 10 მაისიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები