ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად, შორი რადიუსის რაკეტების ATACMS-ების გაგზავნას ადასტურებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა განუცხადა.
”შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, პრეზიდენტის პირდაპირი განკარგულებით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ATACMS-ი მიაწოდა”,- თქვა მან და დასძინა, რომ რაკეტები უკრაინაში აპრილში ჩავიდა.