უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-60 წლის მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს

უკრაინის მთავრობამ საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის უკრაინის მოქალაქის პასპორტების ან საერთაშორისო პასპორტების გაცემა აკრძალა.

მინისტრთა კაბინეტის განკარგულების შესაბამისად, ამ დოკუმენტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მიგრაციის სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში ან განყოფილებაში.

„უკრაინის მოქალაქის პასპორტის აღება საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის, უკრაინის 18-დან 60 წლამდე მამაკაცს შეეძლება სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში/ტერიტორიულ განყოფილებაში. მათი გაცემის ორგანიზებისთვის ასეთი პასპორტები არ იგზავნება უკრაინის ცალკეულ ქვედანაყოფში ან უცხოურ დიპლომატიურ დაწესებულებაში“, – ნათქვამია კანონში შეტანილ ცვლილებებში.

აღნიშნული ზომები უკრაინის არმიაში პერსონალის დეფიციტის ფონზეა მიღებული. წესი არ ვრცელდება 18-60 წლის მამაკაცებზე, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა საომარი მდგომარეობის დროს შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები