“რუსეთზე გამარჯვებისთვის აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება საკმარისი არ არის” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების გაძლიერებისთვის გაზარდონ იარაღის წარმოება. მისი თქმით, შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო დახმარების გაწევის განახლება რუსეთზე გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.

ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინის მოკავშირეები, “უკრაინის შებრალებიდან და აღდგენაში დახმარების დაპირების სანაცვლოდ, ადამიანების დაღუპვის და ქვეყნის ნგრევის არიდებაზე უნდა გადავიდნენ”.

კულებას განმარტებით, შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო დახმარების გაწევის განახლება რუსეთზე გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.

“ვერცერთი ცალკეული პაკეტი ვერ შეაჩერებს რუსებს. რუსებს მხოლოდ უკრაინის და მისი პარტნიორების გაერთიანებული ფრონტი შეაჩერებს”, – აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, კულებამ დასავლეთს მოუწოდა, გაზარდოს შეიარაღების წარმოება, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა, რადგან რუსეთი ათჯერ მეტ იარაღს აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები