“უკრაინაში მსოფლიო წესრიგის ბედი წყდება” – ალექსანდრე ლუკაშენკო

ის, რომ დღეს უკრაინა არის პოლიგონი, რომელზეც მსოფლიო წესრიგის ბედი წყდება, ყველას ესმის, – ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე დიდი ბირთვული ძალები, მართალია ირიბად, მაგრამ, ფაქტობრივად, უკვე ომობენ.

ლუკაშენკო ამბობს, რომ შეერთებული შტატები შეცდა, რადგან ზეწოლით მისი მთავარი მტერი- ჩინეთი და რუსეთი გააერთიანეს.

„მსოფლიო შეცვლილია. და არა ისე, როგორც ოკეანის გაღმა ოცნებობდნენ. რა უნდათ? რისი იმედი აქვთ? აშშ მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ურჩი რუსეთი და მთავარი მტერი – ჩინეთი გააერთიანეს. საკუთარი ზეწოლით ეს ორი სახელმწიფო გააერთიანეს, რუსეთი – თავისი მდიდარი ბუნებრივი რესურსით და მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსით და ჩინეთი, რომელსაც უდიდესი ეკონომიკური და ადამიანური პოტენციალი აქვს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერი დასავლეთს ურჩევს, “ჩინეთისგან ისწავლოს, თუ მას ახალ მსოფლიო წესრიგში უნდა დარჩენა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები