ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება

ტურისტებს, რომლებიც ვენეციაში ერთი დღით ჩადიან, ხვალიდან, 25 აპრილიდან თანხის გადახდა მოუწევთ.

ამის შესახებ BBC წერს.

აღნიშნულია, რომ, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვენეციაში ჩასული ტურისტების 2/3 ქალაქს მხოლოდ ერთი დღით სტუმრობს და ადგილობრივი ეკონომიკისთვის შედარებით დაბალი შემოსავალი მოაქვთ.

ამიერიდან, ქალაქში ერთდღიანი შესვლა 08:30 საათიდან 16:00 საათამდე ტურისტს 5 ევრო დაუჯდება. საპილოტე პროექტი 25 აპრილიდან 14 ივლისამდე იმოქმედებს.

ტურისტებს ტელეფონებში QR-კოდის ჩატვირთვა მოუწევთ, რომელიც ქალაქის პოპულარულ ადგილებში შემოწმდება.

დამრღვევებს 50-დან 300 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები