სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამას აცხადებს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამას: https://shorturl.at/ciL25.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ინფორმაციით, მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულთა საზოგადოებრივი, ახალგაზრდული და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება აქვთ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც უცხოეთში განათლების მიღების მიზნით, ცენტრის საგრანტო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება, სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, პროექტის განხორციელებას გეგმავენ.

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი მიმართულებებია: ტექნოლოგიები და ინოვაციები; განათლება; კლიმატი, გარემოს დაცვა; მეწარმეობა და STEM; სოფლის მეურნეობა; ჯანდაცვა; კონფლიქტები; ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები; რესტავრაცია, კონსერვაცია.

კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის მაქსიმალურმა ოდენობამ თითოეულ საპროექტო განაცხადზე შეიძლება შეადგინოს 50,000 ლარი – თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ხოლო თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში – 35,000 ლარი. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე მოიზიდონ დამატებითი ფინანსური წყაროები.

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები