აშშ-ის საელჩო: საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად $13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით საქართველოს შემოსავლების სამსახურს

“საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად $13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით საქართველოს შემოსავლების სამსახურს”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“აღნიშნულის შესახებ ელჩმა დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროს ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა და მადლობა გადაუხადა ჩვენს პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის”,- წერია საელჩოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები