მამუკა მდინარაძე: რა სანქციით უნდა შეგვაშინონ? – სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია

“სანქციები კი არა, სამშობლოსა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას. რა სანქციით უნდა შეგვაშინონ?”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისთვის სანქციების დაწესების ინიციატივას, რომელიც ევროპარლამენტში გაჟღერდა.

მდინარაძის თქმით, ქვეყნის გარედან სანქციების თქმაც კი მარაზმია.

„პირდაპირ გეუბნებით წინასწარ, რომ წარმოუდგენელია კანონშემოქმედებისთვის სანქცია დააწესოს ევროსტრუქტურამ. მარაზმია, მათ შორის. ქვეყნის გარედან სანქციების თქმაც კი მარაზმია, არათუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. წინასწარ გეუბნებით, სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები