კიმ ჩენ ინის დამ სამხრეთ კორეელი ლიდერები ძაღლებს შეადარა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ – კიმ იო ჩჟონმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა “განადგურდება”, თუ ფხენიანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გადაწყვეტს. მან სამხრეთკორეელი ჩინოვნიკები ძაღლებს შეადარა.

კიმ იო ჩჟონის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარება „სულ უფრო საშიში ხდება მტრული ძალების მუდმივი სამხედრო წვრთნების გამო”, მათ შორის, შეერთებული შტატების. მან ვაშინგტონს მოუწოდა, “არ წააქეზოს კორეელების უგუნური სიმამაცე”.

„ვიცი, რომ დაშინებული ძაღლი უკეთ ყეფს, მაგრამ ბოლო დროს კორეელი მარიონეტული სამხედროების ლიდერები ზედმეტადაც ყეფენ. თუ სურთ, თავიანთ უფროსობას მიენდონ და შეეცდებიან ჩვენ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, დაუყოვნებლივ იქნებიან განადგურებულები”, – განაცხადა კიმ იო ჩჟონმა, რომლის სიტყვებს ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ციტირებს.

მისი თქმით, ფხენიანი გააგრძელებს “სამხედრო სიძლიერის დაგროვებას რეგიონული მშვიდობისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები