გოგა ხაინდრავა: ღმერთო, შენ უშველე ამერიკას – იქ, საიდანაც გვარამიას და კეზერას გმირებად გვასაღებენ, შმორის სუნი დგას

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კინორეჟისორის პოსტს “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“აშშ-ის საბჭოური სახ.დეპის მორიგი თავის შერცხევენა!ღმერთო შენ უშველე ამერიკას! ჩვენ მეგობარ, პატიოსან, დიად ამერიკელ ხალხს! დაიხსენი ამ ზნედაკარგული, გადაგვარებული ბიუროკრატიის სიბნელიდან! იქ საიდანაც გვარამიას და კეზერას გმირებად გვასაღებენ შმორის სუნი დგას!”,- წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში ნიკა გვარამია ნახსენებია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. დოკუმენტში წერია, რომ „იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება ზღუდავდა საზოგადო მოღვაწეებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და ჟურნალისტებს მთავრობის კრიტიკისა და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების განხილვისას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები