ზელენსკი: მშვიდობის გლობალურმა სამიტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს, როგორ იცხოვროს მსოფლიომ

მშვიდობის გლობალურ სამიტს შეუძლია და უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს, როგორ უნდა იცხოვროს მსოფლიომ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა მშვიდობის გლობალურ სამიტში. მშვიდობის სამიტს შეუძლია და უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს, როგორ უნდა იცხოვროს მსოფლიომ. ეს უნდა განსაზღვროს მსოფლიოს უმრავლესობამ – ერთად, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, გაეროს წესდების საფუძველზე, მშვიდობის ჩვენი ფორმულის საფუძველზე, რომელიც უბრუნებს საერთაშორისო სამართლის ეფექტურობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა ლიდერს, ყველა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, რომლებიც უკრაინას პირველი სამიტის ორგანიზებაში ეხმარებიან.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის ორგანიზებასთან დაკავშირებით დღეს მან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

„მადლობელი ვარ მთელი ჩვენი გუნდის, რომელიც მუშაობს მშვიდობის ფორმულის სრულად დანერგვის უზრუნველსაყოფად. უახლოეს დღეებში და კვირებში ბევრი აქტივობა გვექნება. მსოფლიომ ერთად უნდა აიძულოს რუსეთს მშვიდობისკენ“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები