ჩვენი მოწოდება ისევ რჩება, რომ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი და, რა თქმა უნდა, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ პროტესტს ძალადობრივს გახდის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან.
„ვფიქრობ, ჩვენ ისევ მივდივართ კანონპროექტამდე, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. ჩვენ განვაგრძობთ იმის აღნიშვნას, რომ ამგვარი საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც ანადგურებს მედია ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სხვა საკითხებს“, – განაცხადა პატელმა.