ჯოზეფ ბორელი: ევროპა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ უკრაინას გრძელვადიან პერიოდში დაეხმაროს

ევროპა მზად უნდა იყოს, დაეხმაროს უკრაინას ამ გამანადგურებელ ომში, თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ეს არის ომი დაუძლურებაზე. პუტინი გააგრძელებს უკრაინის რაც შეიძლება მეტი ნაწილის დაპყრობას. [ეს ომი] ასე სწრაფად არ დასრულდება. პუტინი შეეცდება გაანადგუროს უკრაინელი ხალხის თავისუფლება და ალბათ უფრო შორს წავა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ მუდმივად რუსი პროპაგანდისტები და ზოგიერთი რუსი ლიდერი“, – აღნიშნა დიპლომატმა.

მანვე დასძინა, რომ მომავალი კვირები რთული და ალბათ უფრო საშიში იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის.

ბორელის თქმით, ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ევროპისთვის ეს სტრატეგიული პასუხისმგებლობის საკითხია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები