ევროპარლამენტარი მიკ უოლესი: ევროკავშირი, ამერიკა იყენებენ ჩვენს სიმდიდრეს, რათა არაწევრ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, გაავრცელონ პროპაგანდა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით პროტესტი გააღვივონ

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დემოკრატიის დასაცავად სანქციების დაწესება მოითხოვა. მათ საქართველოს დემოკრატია კი არა, ფული ადარდებთ, რომელსაც უხდიან ამ ჩარევაში, – ამის შესახებ მიკ უოლესმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში პარალელური სამყარო შექმნას ცდილობენ და ავრცელებენ პროპაგანდას.

„არასამთავრობო ორგანიზაციებით, ევროკავშირი და ამერიკა იყენებენ ჩვენს სიმდიდრეს, რათა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, პარალელური საზოგადოებები შექმნან. ამ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ წვდომა ბრიუსელსა და ვაშინგტონში არსებულ რესურსებსა და პოლიტიკოსებზე, რათა გავლენა მოახდინონ ინსტიტუტებზე, ეფექტურად გაავრცელონ პროპაგანდა და გააღვივონ პროტესტი, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, რათა უცხოელი დამფინანსებლების სტრატეგიული მიზნები წინ წაწიონ. უცხოური აგენტების შესახებ კანონს აქვს ხარვეზები, მაგრამ ის თუ ამოქმედდება, ეს იქნება ანტიდემოკრატიული, ევროკავშირისა და აშშ-ის საქართველოში ჩარევის შედეგი. თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უბიძგებდით ამისკენ“, – განაცხადა უოლესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები