სტოლტენბერგი: ნატო ამზადებს გადაწყვეტილებებს უკრაინის უფრო ძლიერი მხარდაჭერისთვის

ნატოს სურს შექმნას მიდგომები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერას უფრო მტკიცეს და პროგნოზირებადს გახდის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატოს ფარგლებში ჩვენ ახლა განვიხილავთ, თუ როგორ დავაყენოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უფრო მყარ და პროგნოზირებად საფუძვლებზე, მათ შორის მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულებით“, – აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა.

სტოლტენბერგის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის დიდი დახმარების პაკეტი მიიღო, რაც აჩვენებს, რომ ლონდონი უკრაინის მიერ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მანვე დასძინა, რომ გასულ შაბათ-კვირას, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ასევე დაამტკიცა კიევისთვის დახმარების კიდევ ერთი პაკეტი და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ახლახან შეთანხმდნენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

„გერმანიის მიერ კიდევ ერთი „პატრიოტის“ სისტემის მიწოდება გარდაუვალია და სხვა მოკავშირეებმა ნატოს შეხვედრაზე აიღეს კონკრეტული ვალდებულებები და მიწოდება მალე მოხდება“, – თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები