სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცესი დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შახინ მუსტაფაევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებენ.

როგორც აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის პრესსამსახური იუწყება, სომხეთის საზღვართან პირველი ბოძი უკვე განთავსდა და ორი ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფები მუშაობას კვლავ აგრძელებენ.

„სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშ-ყაზახის მონაკვეთზე პირველი სასაზღვრო სვეტი დამონტაჟდა“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები