რატი ბრეგაძე – 29 აპრილის შეკრებაზე: მივდივარ იმიტომ, რომ მინდა ერთიანი საქართველო, მინდა მშვიდობა, მინდა სუვერენიტეტი

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,მივდივარ იმიტომ, რომ:
მინდა ერთიანი საქართველო;
მინდა მშვიდობა;
მინდა სუვერენიტეტი;
მინდა, ახდეს მრავალი თაობის ოცნება და ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში;
მინდა უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის;
მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს დიდი გამარჯვების უნარი;
მჯერა, რომ ჭეშმარიტებას შობს ცოდნა და ურთიერთპატივისცემა;
მჯერა, რომ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელიც ჰუმანურობითაა განმსჭვალული სამარადჟამოდ იქნება აღიარებული და დაფასებული”, – წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები