“დიდი ბრიტანეთი თავდაცვაზე ხარჯებს 2,5%-ზე 2030 წლისთვის გაზრდის” – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავდაცვით ხარჯებს 2,5%-იან ზღვრამდე 2030 წლისთვის გაზრდის, რაც, მისი თქმით, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამის შესახებ მან პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში თქვა.

სუნაკმა თავდაცვითი სექტორის დაფინანსების საკითხში მისი და წინამორბედი მთავრობების დამსახურებები აღნიშნა და თქვა, რომ ბრიტანეთის თავდაცვის ძალებს შეუძლია “მტრების შეკავება და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა”.

“თუმცა, მსოფლიოში, რომელიც ცივი ომის შემდეგ, ყველაზე სახიფათო გახდა, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ჩვენს თავდაცვით ხარჯებს ახალ მინიმუმამდე – 2,5%-მდე 2030 წლისთვის გავზრდით. ეს ზრდა დღეიდან დაიწყება და ყოველწლიურად მოხდება”, – განაცხადა რიში სუნაკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები